Monday, March 16, 2015

მეცხრე დღის რეფლექსია

შევასრულეთ დავალებები, რომლებიც არ გვქონდა დასრულებული,ვიმუშვეთ დიფერენცირებული სწავლების კითხვარზე, ჩვენი ნამუშევრები გადავათვალიერეთ , ავტვირთეთ და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე. მივიღეთ დავალება - პრეზენტაციისთვის მომზადება.

Friday, March 13, 2015

მერვე დღის რეფლექსია

საკმაოდ დატვირთული დღე იყო . ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე, ასევე ვიმუშვეთ სასსწავლო გეგმის შაბლონზე.სასწავლო პროცედურები ავტვირთეთ "გუგლ დრაივში" და დავალებათ მივიღეთ ვიმუშაოთ  სასწავლო პროცედურებზე.

Thursday, March 12, 2015

მეშვიდე დღის რეფლექსია

დავასრულეთ მოსწავლის ნაშრომზე მუშაობა. დღევანდელი ნამუშევარი განვათავსეთ ბლოგზე. გავეცანით პროექტების შეფასების რუბრიკებს ინტელის ბიბლიოთეკიდან. მივიღეთ დავალება.

მეექვსე დღის რეფლექსია

დავიწყეთ მოსწავლის ნაშრომზე მუშაობა, ვისწავლეთ ფონის დადება,დიაგრამების, ცხრილების, სურათების ჩასმა და ნამუშვარი ავტვირთეთ "გუგლ დრაივზე".

მოსწავლის პრეზენტაცია


Monday, March 9, 2015

მეხუთე დღის რეფლექსია

გავეცანით საავტორო უფლებებს, დავამთავრეთ მუშაობა შეფასსების დროის ჩარჩოზე, შევავსეთ სასწავლო გეგმის შაბლონი.

Friday, March 6, 2015

მეოთხე დღის რეფლექსია

გავაცანით ერთმანეთს  ჩვენ მიერ შესრულებული დავალება მოსწავლის მიზნები.
გადავედით მეორე მოდულის ახალ საკითხზე, დავიწყეთ მიმართულების მიმცემი შეკითხვების ჩამოყალიბება. გავაანალიზეთ შეკითხვები , ერთმანეთს მივეცით რჩევები და ასევე მივიღე კარგი რჩევები. შეკითხვები განვათავსეთ ჩვენს ბლოგებზე.

მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები

ზოგადი კითხვა:

  1. რატომ უნდა გავუფრთხილდეთ ბუნებას?

თემატური შეკითხვები:

  1. რა პრობლემის წინაშე დგას დღეს ბუნებრივი რესურსები?
  2. რა მნიშვნელობაა აქვს ტყეებს?
  3. როგორ შეიძლება თავიდან ავიცილოთ ტყის რესურსების შემცირება?
  4. რა ცვლილებებს ვხედავთ გარემოში?
შინაარსობრივი შეკითხვები:

  1. რა არის ბუნებრივი რესურსები?
  2. რა განსხვავებაა  განახლებად და არაგანხლებად რესურსებს შორის?
  3. რა შეიძლება გამოიწვიოს ტყეების გაჩეხვამ?

Thursday, March 5, 2015

მესამე დღის რეფლექსია

საკმაოდ დატვირთული დღე იყო.  ვისწავლეთ ბროშურის შექმნა, ბლოგზე გვერდების დამატება, დიზაინის შექმნა,სურათის ჩასმა, მივიღეთ მომავალი დღისთვის დავალება.

Monday, March 2, 2015

მეორე დღის რეფლექსია

გავიაზრე და ჩამოვაყალიბე ჩემი პროექტის იდეა და განვათვსე ბლოგზე. გავეცანი სხვა მასწავლებლების პროექტების იდეებს და გავაკეთე ჩენი კომენტარი. მივიღეთ საშინაო დავალება.

მოსაწავლის მიზნები

         მოსწავლეები შეძლებენ:

  • მოიძიონ ინფორმაცია თუ რა რესურსებს იყენებდნენ ადამიანები წარსულში და რას იყენებენ ახლა.
  • შეაგროვონ ინფორმაცია, ბუნებაში ადამიანის უხეში ჩარევით გამოწვეული უარყოფითი შედეგების შესახებ.
  • ჩამოაყალიბონ საკუთარი მოსაზრებები როგორ შეიძლება გავუფრთხილდეთ ტყის  რესურსებს.
  • უკეთესად გააცნობიერებენ ტყის რესურსების მნიშვნელობას ადამიანის ცხოვრებაში.
  • გააკეთებენ პრეზენტაციას.
  • შეიმუშავებენ ღონისძიებებს სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანებასთან დაკავშირებით.

პროექტის იდეა

     ბუნებრივი რესურსები გუშინ, დღეს, ხვალ

     პროექტის მიზანია მოსწავლეებმა მოიძიონ ინფორმაცია რომელ რესურსებს იყენებდნენ ადამიანები წარსულში და რომელს იყენებენ დღეს და შესაძლებელია თუ არა ერთი რესურსის მეორეთი ჩანაცვლება.
      მოსწავლეებმა აუცილებელია იცოდნენ, რომ საჭიროა ბუნების დაცვა, გაფრთხილება და ამოწურვადი რესურსების რაციონალური გამოყენების ცოდნა.   რა მნიშვნელობა აქვს ბუნებრივ რესურსებს ადამიანის ცხოვრებაში.ამისათვის მოსწავლეები გაეცნობიან თავისი რეგიონის  ამოწურვად, მაგრამ აღდგენად  ბუნებრივ რესურსებს (ტყის რესურსებს)  და გამოიკვლევენ მათ მნიშვნელობას ადამიანის ცხოვრებაში.

Friday, February 27, 2015

ტრენინგის პირევლი დღე

გავეცანით ერთმანეთს. გავეცანით ინტელის კურსს- პროექტებით სწავლება. შევქმენით ჩვენი ბლოგი, გავეცანით პორტფელიოს გეგმას და მის სტრუქტურას.მივიღეთ შესაბამისი დავალებები.